petriwis portali

ავტორები

ჯაკომო რინალდი

ჯაკომო რინალდი

ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი

ჯაკომო რინალდი ფილოსოფიას სწავლობდა მილანის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1978 წელს მან დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. 1991-დან 2001 წლამდე ჯაკომო რინალდი ურბინოს უნივერსიტეტის მკვლევრად მუშაობდა, სადაც დააარსა „ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ეპისტემოლოგიის კვლევითი ცენტრი“. 2001-2002 წწ. იგი იყო ურბინოს უნივერსიტეტის პროფესორი მორალის ფილოსოფიის განხრით, 2002 წლიდან არის ამავე უნივერსიტეტის პროფესორი თეორიული ფილოსოფიის განხრით. 

ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობის აღსანიშნად პროფ. რინალდი არჩეულია შემდეგი სამეცნიერო და ფილოსოფიური საზოგადოების საპატიო წევრად: Hegel Society of America, Internationale 'Gesellschaft System der Philosophie, Arbeitskreis zu Hegels Naturphilosophie. პროფესორი რინალდი, ასევე, არის მილანის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ჟურნალისა (Magazzino di filosofía) და ჰეგელის წელიწდეულის (Jahrbuch für Hegelforschung) სარედაქციო საბჭოების წევრი.

2019 წლის 10 ოქტომბერს, პროფ. რინალდი არჩეული იქნა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის საპატიო მკვლევრად.

ჯაკომო რინალდის კვლევისა და სწავლების სფეროებია: იტალიური ფილოსოფია, გერმანული ფილოსოფია, ლოგიკა, ეპისტემოლოგია და მორალის ფილოსოფია. იგი არის 140-ზე მეტი ნაშრომის ავტორი, თანაავტორი, რედაქტორი და გამომცემელი, მისი ნაშრომები გამოქყვეყნებულია იტალიურ, გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ და ქართულ ენებზე.