ჰეგელის საერთაშორისო კონგრესი მესინაში

ჰეგელის საერთაშორისო კონგრესი მესინაში

08.02.2020

2021 წლის 1-5 თებერვალს მესინას უნივერსიტეტში (იტალია, ქ. მესინა) გაიმართა ფართომასშტაბიანი საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესი „ჰეგელი და თანამედროვეობა“, რომელიც XX საუკუნის ფილოსოფიაზე გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელის აზროვნების გავლენის სხვადასხვა ასპექტთა და პერსპექტივათა განხილვას მიეძღვნა. კონგრესზე წარმოდგენილი 70-მდე მოხსენების ფარგლებში განხილული იყო ჰეგელიანური აზროვნების ისტორიოგრაფიული და სისტემურ-თეორიული მიმართულებები. კონგრესის მომზადებასა და ორგანიზებაში მონაწილეობდნენ იტალიის, აშშ-ის, საფრანგეთის, არგენტინის უნივერსიტეტები და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები. კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტს ხელმძღვანელობდა თანამედროვეობის ერთ-ერთი გავლენიანი იტალიელი ფილოსოფოსი, ჰეგელის აზროვნების ცნობილი მკვლევარი, მესინას უნივერსიტეტის პროფესორი ჯუზეპე ჩემბილო. პეტრიწის პორტალი ვრცელ მასალას ამზადებს ამ უაღრესად მნიშვნელოვანი სამეცნიერო ღონისძიების შესახებ და უახლოეს მომავალში დაწვრილებით ინფორმაციას მიაწვდის ქართველ მკითხველს.